საკურიერო მომსახურება

საკურიერო მომსახურება - ამანათის მისამართზე მიტანა, მოქმედებს საქართველოს მიერ კონტროლირებად მთელს ტერიტორიაზე.

როგორ მოვითხოვოთ საკურიერო მომსახურება?

ონლაინ ამანათის შემთხვევაში:

იმისთვის, რომ კურიერმა მოგიტანოთ ამანათი, კონკრეტულ ამანათზე უნდა დააფიქსიროთ საკურიერო მომსახურების მოთხოვნა. საკურიერო მომსახურების მონიშვნა ხდება, როგორც ამანათის დეკლარირებისას, ისე დეკლარირების შემდეგ ამანათის კონტროლის მენიუში.

რამდენიმე ამანათი 1 პიროვნებაზე:

იმ შემთხვევაში, თუ ერთი პიროვნების სახელზე ჩამოვა 2 ან მეტი ამანათი და გინდათ, რომ ყველა ამანათი მოგიტანოთ კურიერმა გადაიხდით მხოლოდ 1 ამანათის საკურიერო მომსახურების თანხას დანარჩენ ამანათებს კურიერი მოგიტანთ უფასოდ. თუმცა, სავალდებულოა, ყველა ამანათზე მონიშნოთ საკურიერო მომსახურება. ამისათვის საჭიროა თქვენს ოთახში წამოსული ამანათების სიაში ან ჩამოსული ამანათების სიაში ყველა სასურველ ამანათზე მონიშნოთ საკურიერო მომსახურება.

დაზიანებული შეფუთვა:

მომხმარებელმა კურიერის თანდასწრებით უნდა შეამოწმოს ამანათის შეფუთვა. რაიმე სახის გარეგანი დაზიანების შემთხვევაში კი მასთან დააფიქსიროს პრეტენზია.

თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება ფასიანია და შეადგენს 5 კილოგრამამდე 5 ლარს, 10 კილოგრამამდე - 10 ლარს. ფონიჭალა - ლილო 8 ლარი. საქართველოს ტერიტორიაზე (თბილისის გარდა) საკურიერო მომსახურების ვადების და ტარიფის დასაზუსტებლად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ